weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭიათურაში 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ ახალგაზრდებმა აქცია შეწყვიტეს

15:00 ხუთშაბათი, 21 ივნისი 2018

ჭიათურაში, პოლიციის ხელმძღვანელების გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, დავით ჭუმბურიძის თქმით, სამმა ახალგაზრდამ პოლიციის შენობასთან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც პროკურატურასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„სამი ადამიანის თავგანწირვამ გამოიღო კონკრეტული შედეგი, რაც დაკავებული ადამიანისთვის მუხლის შემსუბუქებაში გამოიხატა. ორივე მხარე წავიდა გონივრულ კომპრომისზე, რაც ვფიქრობ ოპტიმალური ვარიანტი იყო ამ ეტაპისთვის“, - ამბობს დავით ჭუმბურიძე.

ამ საკითხზე პროკურატურის განმარტება ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

პოლიციის უფროსის ლაშა ჩხიტუნიძისა და მისი მოადგილის მიხეილ გიგაურის გათავისუფლების, ასევე ერთ-ერთი დაკავებული ახალგაზრდის ადმინისტრაციული წესით გასამართლების მოთხოვნით პეტრე ოვანოვი, ლევან მასხარაშვილი და ბექა ჭუმბურიძე 17 დღე შიმშილობდნენ. 13 ივნისს სამივე მათგანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შიმშილობის დაწყებამდე, 27 მაისს მათ პოლიციის შენობასთან აქციაც გამართეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 2018 წლის 26 მაისს, ადგილობრივმა პოლიციამ 10-მდე ახალგაზრდას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. პოლიციამ 9 პირი დააკავა. დაკავებულებიდან 8 პირი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი წვრილმანი ხულიგნობისა ან/და  სამართალდამცავისთვის დაუმორჩილებლობისთვის. 1 პირი კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს და მის მიმართ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ( წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.

პროტესტის მონაწილეების თქმით, პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა შეურაცხყოფა, იძულება და მათი სხვადასხვა ფორმით დამცირება ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. მათი თქმით, 26 მაისის ინცინდენტიც გამოწვეულია სწორედ სამართალდამცავების პროვოკაციული ქცევით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებას დასავლეთ საქართველოს რეგიონული პროკურატურა აწარმოებს და თუ დადასტურდა, რომ პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შსს შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]