weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო

12:32 პარასკევი, 22 ივნისი 2018

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყოდა 29 ივნისს დასრულდება. სამხედრო ლიცეუმში რეგისტრაციის პარალელურად მოსწავლეები ფიზიკურ ტესტს 60 მ და 2000 მ დისტანციაზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვაში აბარებენ.

ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ სწავლის მსურველი კანდიდატებიზოგადი უნარების ტესტების ვერბალურ და მათემატიკურ ნაწილებს 7-8 ივლისს ქუთაისსა და თბილისში ჩააბარებენ.

ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატშიც. ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალს მათემატიკის გამოცდა (საბაზო საფეხურის დონე) დაემატა. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2018 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური IX კლასი აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ.

წელს სამხედრო ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრა, რომელთაგან 101 ვაჟი, ხოლო 25 გოგონა იქნება. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №515 ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს „გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამჟამად ლიცეუმში 260 კადეტი სწავლობს, მათ შორის 31 გოგონა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]