weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზოგიერთი კატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლის ვადა 2019 წლის მარტამდე გადაიწევს

10:59 ხუთშაბათი, 28 ივნისი 2018

2006 წლის აპრილიდან 2014 წლის მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1 მარტამდე გადაიწევს. შესაბამისი ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შედის. მოქმედი კანონით, ამ კატეგორიების მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა, ამათაგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1 სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქედან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.

კანონპროექტის ინიციატორები მიზანშეწონილად მიიჩნევენ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტში ცვლილების შეტანასა და ამ პუნქტით განსაზღვრული ვადის 2019 წლის 1 მარტამდე გადაწევას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიცაიტივით წარმოდგენილი კანონპროექტი 27 ივნისს განიხილა და მხარი დაუჭირა.

მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი - 35 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]