weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჭიათურაში ქვიშის კარიერზე 32 წლის ხვიჩა გველესიანი დაიღუპა

18:29 პარასკევი, 29 ივნისი 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში, ქვიშის კარიერზე მუშაობის დროს ექსკავატორის მძღოლი, 32 წლის ხვიჩა გველესიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 28 ივნისს, საღამოს მოხდა.

„რეგინფოსთან“ საუბარში სამშენებლო ქვიშის მომპოვებელი კომპანია „დარკვეთი 2009“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვიშის ქანები მოულოდნელად ჩამოიშალა და ექსკავატორი თითქმის ნახევრამდე დაფარა. ადგილზე მისულ მუშებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურიც იყო გამოძახებული.

ხვიჩა გველესიანი ჭიათურაში ცხოვრობდა. მან ქვიშის კარიერზე მუშაობა ორი კვირის წინ დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]