weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცოლის ცემაში ბრალდებულ პოლიციელს 1.5 წლით პირობითი მსჯავრი შეეფარდა

15:11 შაბათი, 30 ივნისი 2018
ფოტო © სამხრეთის კარიბჭე ფოტო © სამხრეთის კარიბჭე

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლის ცემაში ბრალდებული პოლიციელი იაკობ ბლუაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვით პირობითი მსჯავრი განუსაზღვრა.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მოსამართლე შალვა მჭედლიშვილმა განაჩენი 29 ივნისს გამოაცხადა.

იაკობ ბლუაშვილი და მისი ძმა, გოჩა ბლუაშვილი, რომელიც ასევე პოლიციელი იყო, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ 11 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ახალციხეში დააკავა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გოჩა ბლუაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ, იაკობ ბლუაშვილმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც ქალის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

იაკობ ბლუაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გოჩა ბლუაშვილს 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

გოჩა ბლუაშვილთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მოსამართლემ მას ერთი წელი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და 100 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დააკისრა. 6 ივნისს, ახალციხის სასამართლომ იაკობ ბლუაშვილს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 5 000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]