weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

17:19 შაბათი, 30 ივნისი 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივებმა „რეგინფოს“ უთხრეს, ცხედარი ნაწილობრივ დამწვარია.

კაცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, მურმან ხვედელიძის თქმით, ცხედარი დღეს დილით, ვენახში ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილ 25 წლის ახალგაზრდას ოჯახი ბოლო რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ცხედარი ქუთაისში, ექსპერტიზაზეა გადასვენებული. უწყებაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რომელი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]