weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა და უსაფრთხოების ზომები

17:09 სამშაბათი, 26 ივნისი 2018

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი მონიტორინგს ახორციელებს. ჯგუფის წევრები სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ზუგდიდში, საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების წესების დაცვის აუცილებლობასა და ინტოქსიკაციის შემთხვევაში პირველადი დახმარების მნიშვნელობას. აქვე აღინიშა, რომ მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით. 

„ჩვენი მონიტორინგის ჯგუფის მუშაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მოსახლეობისა და დასაქმებულ პირთა ჯანმრთელობის შეფასება. გარდა ამისა, ჩვენ ვაკვირდებით და ვსწავლობთ პირადი ჰიგიენის დაცვას, უსაფრთხოების წესების დაცვას. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს. ძალიან მკაცრად არის დაცული შესხურების და გაფრქვევის ის წესები, რომლებიც ექვემდებარება მონიტორინგს“, - აღნიშნა სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა მარინა გიორგობიანმა.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]