weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხაშურში ორი ბავშვი დაიხრჩო

11:12 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

ხაშურში, სოფელ ახალსოფელთან ახლოს, დაგუბებულ წყალში ორი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები 12 წლის ბავშვები არიან. სოფელში მერის წარმომადგენლის, ლაშა მალხაზიშვილის თქმით, ბავშვების ტანსაცმელი და ველოსიპედები მწყემსებმა ნახეს და პოლიციას შეატყობინეს.

„სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველებმა ცხედრები საღამოს 10 საათისთვის იპოვეს. საგუბრის ამოვსებას დიდი ხანია ვითხოვთ. კომპანია Black Sea Group-მა ხრეში ამოიღო, რის შემდეგაც მასში წყალი გროვდება და ბავშვები საბანაოდ იყენებენ“, - უთხრა ლაშა მალხაზიშვილმა „რეგინფოს“

მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში წყალში ოთხი ბავშვი დაიხრჩო. გუშინ ტყიბულში, ახალსოფლის ტბაში 16 წლის ბიჭი დაიხრჩო, ურეკში, ზღვაში ბანაობის დროს კი 13 წლის მოზარდი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეში 21 ადამიანი დაიხრჩო. ამავე პერიოდში, მაშველებმა 36 ადამიანი გადაარჩინესსაზღვაო სეზონის განმავლობაში შავი ზღვის სანაპიროზე 200-მდე მაშველი მუშაობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]