weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

20:51 ორშაბათი, 02 ივლისი 2018

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გზაზე გადადიოდა, რა დროსაც დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადეს, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას მხრის და ბარძაყის მოტეხილობა აქვს, უგონო მდგომარეობაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეართეს. ექიმების თქმით, ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის დასტაბილურება ცოტა ხნის წინ მოხერხდა და პაციენტს ახლა თავზე კომპიუტერული კვლევა უტარდება. ახალგაზრდის ვინაობა უცნობია. საავადმყოფოში მისთვის ჯერ არავის მიუკითხავს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]