weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

15:34 ოთხშაბათი, 04 ივლისი 2018

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლის მამაკაცი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.  

„ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილები ერთმანეთს ახმეტა-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ ყარაჯალას გადასახვევთან შეეჯახნენ. „ოპელის“ მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]