weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დიღომში ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

11:34 პარასკევი, 06 ივლისი 2018

დიღომში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახნენ.

გარდაცვლილები „მერსედესის“ მარკის ავტომობილში ისხდნენ, რომელიც აზერბაიჯანის სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]