weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მესტიაში ადიდებულ მდინარეში ჩავარდნილი კაცი მაშველებმა ვერტმფრენით ამოიყვანეს

18:16 პარასკევი, 06 ივლისი 2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში ადიდებულ მდინარე დოლრაში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს.

როგორც „რეგინფოს“ ბეჩოში მერის წარმომადგენელმა, რეზო ხორგუანმა უთხრა, გადარჩენილი მამაკაცი სოფელ მაზერის მკვიდრია. მან ტურისტები შდუგრას ჩანჩქერის მიმართულებით გააცილა, უკან დაბრუნებულს ხიდი წაღებული დახვდა, ძველი ხიდზე გასავლის დროს კი წყალში ჩავარდა.

„ბეჩოს საგუშაგოზე მყოფ მესაზღვრებთან მოახერხა დარეკვა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაუკავშირდნენ. მაშველებს რამდენიმე წუთით რომ დაეგვინათ, მისი პოვნა შეუძლებელი იქნებოდა“, - ამბობს რეზო ხორგუანი.

მისივე ინფორმაციით, მდინარე დოლრა, რომელიც ენგურის შენაკადია, ბეჩოს თემის სოფლებს საფრთხეს არ უქმნის. რეზო ხორგუანის თქმით, დღეს წყლის დონემ მცირედით იკლო და მდინარის ბუნებრივი კალაპოტი გამოჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]