weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ლენტეხში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყე დაიწვა

10:36 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ტყე იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2.5 ჰექტარია დამწვარი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

რთული რელიეფის გამო ხანძრის კერებთან მისვლას სახანძრო მანქანები ვერ ახერხებენ, რის გამოც ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები ცდილობენ.

„ცეცხლის ქრობაში 120 მეხანძრე-მაშველია ჩართული. მათ რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ტექნიკა და ცოცხალი ძალა ძალა, რათა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელება არ მოხდეს“, - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებში ვერტმფრენსაც ჩართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]