weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ხადაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს პატიმრობა შეეფარდა

14:00 ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018
ფოტოზე სმიტების ოჯახი ფოტოზე სმიტების ოჯახი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადის ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრის და მათი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, 19 წლის მწყემსს, მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

წინასწარი პატიმრობა პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლო სხომაზე მალხაზ კობაურმა დანაშაული არ აღიარა. მისი თქმით, სმიტების ოჯახი ორმა უცხოელმა მამაკაცმა დახოცა, რომლებიც მასაც ოჯახის წევრების მოკვლით დაემუქრნენ.

ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრმაციით, შელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს. ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შსს-ს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაიან და ლორა სმიტები მარნეულში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური წარმოშობით ახალგორის რაიონიდან არის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი ოჯახი მცხეთის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]