weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თელავში სასაზღვროს ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა, არიან დაშავებულები

11:25 ხუთშაბათი, 12 ივლისი 2018

თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ავარიულად დაეშვა. ვერტმფრენში სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ. ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ.

დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

როგორც „რეგინფოს“ თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, საავადმყოფოში უკვე 2 დაშავებული შეიყვანეს, ერთს შოთა ო-შვილს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, მეორეს გიორგი მ-შვილს კი გულმკერდის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის  მიზნით მიფრინავდა.

ამ წუთებში სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე დაშავებულების მოსანახულებლად თელავში მიემგზავრება.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]