weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კახეთში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდეს - ცქიტიშვილი

19:13 პარასკევი, 13 ივლისი 2018

„კახეთში ძალიან მძიმე ვითარებაა, როგორც წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, ისე ზოგადად, პროექტების შესრულებისა და მენეჯმენტის თვალსაზრისით“, - განაცხადა რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე.

ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონში წყალმომარაგებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნებიდან“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის და კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ირაკლი შიოლაშვილის შეკითხვას უპასუხა.

„ბევრი დაწყებული პროექტი ამ რეგიონში, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განახლებული მენეჯმენტი, სადაც ჩვენ ცვლილებები უკვე განვახორციელეთ და კიდევ ვგეგმავთ, ამჟამად ბევრ პროექტზე მუშაობს. იმედი გვაქვს, რომ ტემპებსაც დავაჩქარებთ და პრობლემებს დროულად მოვაგვარებთ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მანამდე ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება ყველა რეგიონში წყლით მომარაგების საჭიროებებს სწავლობს.

როგორც აღმოვაჩინე, ბევრგან აბონენტები არც არიან აღრიცხულები. სოფლად წყალმომარაგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაფინანსებით არის გაკეთებული და სასმელი წყლის ხარისხი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. შესაბამისად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად უკვე ვსახავთ გარკვეულ ღონისძიებებს, რომელიც საჭიროა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. ვფიქრობთ, რომ სოფლად წყლის სისტემების ინტეგრაცია მოხდეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სისტემაში, რათა შემდეგ მოხდეს როგორც მრიცხველების დაყენება, ასევე აბონენეტების ჩართვა საერთო ქსელში“, - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა.

მისივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დღეს არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტების მქონე კომპანიის მოთხოვნებს.

„საკმაოდ დიდი ცვლილებები არის საჭირო წყალმომარაგების კომპანიაში, როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე უშუალოდ ოპერირების კუთხით. პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება, წყალმომარაგების კომპანიის ფუნქციონირება გაუმჯობესდეს და შემდეგ ვიფიქროთ მის შესაძლო პრივატიზაციაზე, ან კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]