weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სარფში ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

14:03 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი მაშინ დააკავეს, როდესაც საქართველოდან გასვლას ცდილობდნენ. შსს-ს ცნობით, საქმე 15 ივლისს, თბილისში მომხდარ ყაჩაღობას ეხება.

„გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ 15 ივლისს მოქალაქე დ.ც.-ს თავს ორი პირი დაესხა, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები 1994 წელს დაბადებული ნ.ჩ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ. სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ. სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი“, - განაცხადეს შს სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 5-იდან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]