weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შსს-მ ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

14:44 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში და გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება 1952-1995 წლებში დაბადებული 7 პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე.

ჭელიძის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან სხვადასხვა დროს გაცემული სასამართლო განჩინებების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა.

„დაკავებულთა საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა 18 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, 2 პისტოლეტი, სანადირო თოფი, 2 ცალი ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი სითხით, მინის ფლაკონი „ჰეროინის“ ნალექით, ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატი „სუბოტექსი“, 10 010 ლარი, 26 200 აშშ დოლარი და 65.000 რუსული რუბლი ამოიღეს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბრალდებულები 13-16 ივლისს დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]