weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ტყიბულში დაშავებული ორი მეშახტე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციაში რჩება

17:38 სამშაბათი, 17 ივლისი 2018

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებული ორი მეშახტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი თბილისის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ პაციენტს 50 %-იანი დამწვრობა აქვს, ხოლო მეორეს - 25 %-იანი.

„ამ დროისთვის კლინიკაში ოთხი პაციენტი რჩება. ორი მათგანი დამწვრობის ცენტრის განყოფილებაშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა გაცილებით სერიოზულია, თუმცა ამ წუთისთვის მონაცემები სტაბილურია. გადაწყდა, რომ ხვალ ერთ პაციენტს კიდურებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება, ორივე მტევანზე ფუნქციის შენარჩუნების მიზნით, ხოლო მეორე პაციენტისთვის იგივე ოპერაცია ზეგისთვის არის დაგეგმილი. დანარჩენი ორი მამაკაცი სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან. იქ რამდენიმე დღე დარჩებიან, რის შემდეგაც საავადმყოფოდან გავწერთ“, - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

16 ივლისს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში მომხდარი აფეთქების შედეგად შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა ლაშა ფორჩხიძემ, ბადრი ქარქაშაძემ, მიხეილ გამეზარდაშვილმა და მურმან ლილუაშვილმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს და ადგილზე გარდაიცვალნენ. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში სავარაუდოდ მეთანი აფეთქდა, რასაც კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამონგრევა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]