weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

შალვა თადუმაძემ გვითხრა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს - ზაზა სარალიძე

10:10 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული 16 წლის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ახალ მთავარ პროკურორს შეხვდა. სარალიძის თქმით, შეხვედრაზე შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„სამწუხაროდ, შეხვედრას საქმის ახალი პროკურორები არ ესწრებოდნენ, ვისთანაც კონკრეტული კითხვები მქონდა და ველოდი კონკრეტულ პასუხებს. მაგრამ შევხვდი ახალ პროკურორს, რომელთანაც ვისაუბრე ამ დეტალებზე. შალვა თადუმაძემ სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ ის პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს. ამ დღეებში დაველოდები გენერალური პროკურორის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს. მზად არის ყველა ზომა მიიღოს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქართველოს პარლამენტმა შალვა თადუმაძე მთავარ პროკურორად რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, 31 მაისს გადადგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]