weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საავადმყოფოებისა და უნივერსიტეტების ეზოებში თამბაქოს მოწევა შესაძლოა დასაშვები გახდეს

19:15 ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებების მომზადება იგეგმება, რომლის გათვალისწინებით, შესაძლოა, თამბაქოს მოწევა სამედიცინო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში, სპეციალურად მოწყობილ ადგილებში დასაშვები გახდეს, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

აკაკი ზოიძის განმარტებით, მიმდინარე წლის პირველ მაისს ამოქმედებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, სამედიცინო და უმაღლესი სასწავლებლების გარე ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა აკრძალულია, რაც პრაქტიკაში კონფლიქტის წყარო გახდა.

„საუბარია, უკვე აკრძალულ ტერიტორიებზე, გარკვეულ ადგილებზე მოწევა დავუშვათ, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს ძალიან დიდ კონფლიქტებთან არის დაკავშირებული და აღსრულებაც მძიმე პრობლემაა. მაგალითად, პაციენტი რეანიმაციაში რომ მიჰყავთ, ოჯახის წევრები აკრძალულ ტერიტორიაზე ეწევიან და საავადმყოფოს დაცვასა და ოჯახის წევრებს შორის ბევრი კონფლიქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, საერთაშორისო მასშტაბით, ქვეყნები მსგავს აკრძალვამდე ეტაპობრივად მივიდნენ, მოწევა ჯერ შესასვლელიდან გარკვეულ მანძილამდე აიკრძალა, შემდეგ კი – სრულად.

ამასთან, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს სპექტაკლის მიმდინარეობისას თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებითაც.

„დეპუტატ ნუკრი ქანთარიას წინადადება იყო, რომ სპექტაკლების დროს, თუ რეჟისორი სპეციალურ საბჭოსთან მოწევის აუცილებლობას დაასაბუთებს, მოწევა დაშვებული იყოს. ამაზე ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ მოვიფიქრებთ“, – აღნიშნავს აკაკი ზოიძე.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის თანახმად, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდა, მოწევა იკრძალება საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების და ა.შ. შენობა-ნაგებობებში, ასევე, მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]