weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდის მერიამ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის ნაცვლად ავტოდრომის აშენება სთხოვა

10:39 ხუთშაბათი, 19 ივლისი 2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ მიხეილ ხუბუტიას საცურაო აუზის მშენებლობაზე უარი უთხრა და ამის ნაცვლად ავტორბოლებისთვის განკუთვნილი ტრასის აშენება სთხოვა. თუ ბიზნესმენი ავტოდრომის აშენებით დაინტერესდება, ცაიშთან ახლოს 32 ჰექტარ მიწის ნაკვეთს უსასყიდლოდ გადასცემენ.  

სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, წერილი, რომლშიც ზუგდიდის მერის მოადგილე, გია გულორდავა ავტოდრომის აშენებას ითხოვს, მიხეილ ხუბუტიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე შეგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში აგვიშენებენ ოლიმპიური სტანდარტების ბასეინს, იგულისხმება 50- მეტრიანი, 3,5 და 10-მეტრიანი კოშკურით და ა.შ. პარამეტრებით. უკვე გაცემულია შესაბამისი განკარგულება. ჩვენ რა თქმა უნდა, თქვენი წინადადებისთვის დიდი მადლობელი ვართ, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუგდიდში ორი საცურაო აუზის არსებობას აზრი არა აქვს“, - წერს გია გულორდავა.

მისივე განმარტებით, ავტორბოლებისთვის ტრასის აშენება ახალგაზრდების მოთხოვნაა.

„ფინანსურად ეს ნაგებობა ოლიმპიური სტანდარტის ბასეინზე ძვირი არ იქნება, შეიძლება ნაკლებიც. აქ მხოლოდ რბოლებზე არ არის საუბარი, ეს მრავალმხრივი სახეობებია (ფიგურული რბოლა, დრიფტი და ა.შ.). იმედია ჩვენი შეთავაზებით დაინტერესდებით და ზუგდიდელებს გაახარებთ“, - აღნიშნავს მერის მოადგილე.

„რო იყოს იპოლიტე ხვიჩია, იტყოდა: „ვაი თქვენს პატრონს“. ნორმალური ადამიანი აქეთ მომეფერებოდა, გამაკეთებინებდა“, - განაცხადა ხუბუტიამ ზუგდიდის მერის მოადგილის პასუხად.

რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელებს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის აშენებას მაისის ბოლოს, ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაპირდა. ხუბუტია მზადყოფნას გამოთქვამდა, საცურაო აუზი ერთ წელში აეშენებინა.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]