weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

პრეზიდენტის სიძის მეგობარი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს

15:22 კვირა, 22 ივლისი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შვილისა და სიძის ახლო მეგობარი თორნიკე კაჭარავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. ადვოკატ შოთა მანელიძის განცხადებით, თორნიკე კაჭარავა თავს დამნაშავედ არ ცნობს. 

შსს-ს განცხადებით, კაჭარავა 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მოპედით გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს.

„კაჭარავა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის“ მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, კაჭარავა წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. გასული წლის მაისში ის დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის ბრალდებით დააკავეს, ორი თვის შემდეგ კი წინასწარი პატიმრობიდან 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კაჭარავა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პრეზიდენტის შვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ კაჭარავა და მისი კიდევ ერთი ახლო მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, პრეზიდენტის ოჯახის მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]