weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს მეცნიერები გაეცნენ

16:29 სამშაბათი, 24 ივლისი 2018

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის გაცნობის მიზნით, სამეგრელოს რეგიონში მეცნიერებისთვის ტური მოეწყო.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა დაათვალიერეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, მობილიზებული ტექნიკა და საშუალებები, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია შტაბის ფუნქციონირების, მონიტორინგის შედეგების, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მეცნიერებთან შეხვედრას ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი რანგის მეცნიერების სტუმრობა საკოორდინაციო შტაბში. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა პირდაპირ კავშირშია მეცნიერებასთან, მეცნიერულ კვლევებთან და, შესაბამისად, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამეცნიერო წრეებთან. დეტალურად გავაცანით შტაბის მუშაობა, ყოველდღიური საქმიანობა, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ხელშესახები შედეგები გვაქვს - ფაროსანას პოპულაცია შემცირებულია, მინიმუმამდეა დაყვანილი გავრცელების რისკები სხვადასხვა რეგიონში და ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

 

მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]