weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სვანეთში მყინვარის ჩამოშლის გამო დატბორვის საფრთხე ამ ეტაპზე აღარ არსებობს

18:20 პარასკევი, 03 აგვისტო 2018
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სვანეთში, მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია - წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

„​ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები. ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, ყინულის მასის მოწყვეტა მყინვარის დნობამ გამოიწვია. სააგენტოს ცნობით, ლეხზირის ენიდან დაახლოებით 400 მეტრში ადგილი ჰქონდა წყლის შეგუბებას, რომელიც ამ დროისათვის აღარ ფიქსირდება. მდინარე მესტიაჭალის ქვემო წელში მდინარე მულხურას შესართავთან ახლოს განთავსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემებით მდინარეში წყლის დონე ნორმის ფარგლებშია.

მყინვარ ლეხზირიდან ყინულის მასა გუშინ ჩამოიშალა, რის შესახებაც ადგილობრივებს ტურისტებმა შეატყობინეს. ყინულის ჩამოშლის შედეგად მდინარე მესტიაჭალას ერთ-ერთი შენაკადი დაგუბდა. წყალმოვარდნის საფრთხის გამო მდინარის პირას მდებარე სოფელი ლალაიდი ქალებმა და ბავშვებმა დატოვეს. მოხდა „მესტიაჭალა“ ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული პირების ევაკუაციაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]