weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ხანძრისას ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა

09:58 შაბათი, 04 აგვისტო 2018

მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე შუკვანს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნიან.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ ბინაში ხანძარი 2 აგვისტოს გაჩნდა, რის გამოც კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 24 წლის ალექსანდრე შუკვანმა საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანა. ხანძრისა და დაკვამლიანების შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა საოჯახო ნივთები და 30 კვადრატული მეტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]