weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებია კი ცემა

10:39 კვირა, 05 აგვისტო 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ასაკოვანი მამაკაცი დანით დაჭრეს, მისი მეუღლე კი ცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული მათი შვილიშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს.

მოხუცი ცოლ-ქმარი გუშინ ღამით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, კაცი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, ქალს კი სხვადასხვა სახის მსუბუქი დაზიანებები აქვს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]