weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა

12:00 კვირა, 05 აგვისტო 2018
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია „ტექნობუმი“ დაიწვა. ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. მაღაზიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებიდან გაჩნდა. მათივე ცნობით, ზარალის ოდენობა 100 000 დოლარს აღემატება.

„მოკვლევა დაადგენს, რამ გამოიწვია ხანძარი, მაგრამ, სავარაუდოდ, მიზეზი ელექტროსადენებია. წინასწარი ინფორმაციით, ამ ობიექტზე 1 100 000 ლარამდე ღირებულების სასაქონლო მარაგი იყო. ჯერ-ჯერობით არ ვიცით, სრულად განადგურდა, თუ არა“, - განუცხადა მაღაზიის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

ხანძრის ადგილზე 8 სახანძრო ავტოცისტერნა და 40 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, მაღაზიის სიახლოვეს ბენზინგასამართი სადგური და არაერთი სავაჭრო ობიექტია, თუმცა ხანძარი დროულად იქნა ლოკალიზებული და მისი გავრცელების საფრთხე თავიდან აიცილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]