weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა - ილია მეორე

14:23 კვირა, 05 აგვისტო 2018

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ერის მტრობაა.

„ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს. ეს არის მტრობა და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.

დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნება, ნების დართვა ნარკოტიკებზე, ისინი თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს მეზობელი ქვეყნებიდან ახალგაზრდების ჩამოსვლას - მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების.

ამიტომ მივმართავ ყველას, უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებას, ინტელიგენციას და ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ შვილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკის ყოველი გასინჯვა დაცემის დასაწყისია. მოგმართავთ თხოვნით, ნუ დაღუპავთ შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე“, - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგების დროს.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 30 ივლისს დააკმაყოფილა ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, რის შედეგადაც გაუქმდა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო მოხმარებისათვის. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების ძირითადი უფლებით დაცულ ქმედებას. 

აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ზოგიერთი სასულიერო პირი გამოვიდა, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს თანაშემწე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]