weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს

23:06 კვირა, 05 აგვისტო 2018
ფოტო: Mash ფოტო: Mash

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ქართველი ბიზნესმენის და „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტის, მიხეილ ხუბუტიას 26 წლის ვაჟი მოსკოვის ცენტრში, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ნიკოლოზ ხუბუტიას ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ცხედართან კი იარაღია ნაპოვნი. გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ახალი ამბების სააგენტო „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნიკოლოზ ხუბუტიას ცხედარი შიგნიდან დაკეტილ ოთახში ნახეს. იგივე წყაროს ცნობით, „ბოლო პერიოდში ახალგაზრდა კაცი დეპრესიაში იყო, მეგობრებს სწერდა, რომ ყველაფერი მობეზრდა და დაიღალა“.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მიხეილ ხუბუტია უმცროს ვაჟთან ერთად საფრანგეთში, სენ ტროპეში ისვენებდა.

მიხეილ ხუბუტია ზუგდიდში გაიზარდა, 1990-იანი წლებიდან კი მოსკოვში საქმიანობს. ის იარაღის მაღაზიების ქსელი მფლობელია. გარდა ამისა, 2003 წლიდან იკავებს სააქციო საზოგადოება „გოსტინი დვორ“-ის გენერალური მოადგილის თანამდებობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]