weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში 40 წლის მამაკაცი მოკლეს

10:16 სამშაბათი, 07 აგვისტო 2018

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში 1978 წელს დაბადებულ მამაკაცს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]