weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თუშეთში სოფელ შენაქოსთან „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა

15:36 პარასკევი, 10 აგვისტო 2018

თუშეთში, სოფელ შენაქოს გზაზე კომპანია „ბილაინის“ საწვავმზიდი გადაბრუნდა. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, მანქანის გადავარდნის შედეგად საწვავის ნაწილი დაიღვარა, თუმცა დიზელი მდინარეში არ ჩაღვრილა.

თუშეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ლადო კახოიძის განცხადებით, შემთხვევა 9 აგვისტოს მოხდა. „ძლიერი წვიმის გამო მძღოლს მანქანა სავარაუდოდ მოუცურდა და გადავარდა. საბედნიეროდ მძღოლიც გადარჩა და არც საწვავი დაღვრილა დიდი რაოდენობით. 8 ტონიანი საწვავმზიდია, ნახევრად იყო სავსე. „ბილაინის“ ანძისკენ მიდიოდა, რომ სადგური საწვავით შეევსო. მანქანა დაზიანდა“, - აღნიშნა ლადო კახოიძემ.

თუშეთში 2 დღეა ძლიერად წვიმს. გუშინ საღამოს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაც ჩაიკეტა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ძირში წარმოქმნილ ტბაში წყალმა დაახლოებით 2 მეტრით აიწია და ხელოვნური მიწაყრილებით აშენებული გზა მთლიანად დაფარა. მეწყერი ჩამოწვა ფშაველიდან აბანოს უღელტეხილამდე რამდენიმე ადგილასაც. მთელი ღამის განმავლობაში თუშეთის გზაზე იყო ჩარჩენილი 10-ზე მეტი მანქანა. უღელტეხილს ქვემოთ გაჩერებულ მანქანებში მყოფი ბავშვები და ქალები სამხევში, რეინჯერთა სახლში დააბინავეს.

გზა დღეს დილით გაიხსნა, თუმცა თუშეთში ახლაც გადაუღებლად წვიმს და დიდი ალბათობით მოძრაობა ისევ ჩაიკეტება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]