weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

თუშეთის გზაზე მოძრაობა აღდგა

11:14 ორშაბათი, 13 აგვისტო 2018

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის.

„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის კმ24-კმ56 მონაკვეთზე, ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა. კმ12-კმ72 მონაკვეთზე გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის, ხოლო დანარჩენი სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ1-კმ11 მონაკვეთზე დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

9 აგვისტოს, ძლიერი წვიმის შედეგად, ფშაველი-აბანო-ომალოს გზა რამდენიმე ადგილას დაზიანდა. აბანოს უღელტეხილს ქვემოთ, სამხევამდე გზის ნაწილი ადიდებულმა მდინარემ წაიღო და გზაზე რამდენიმე მანქანა ჩარჩა. სოფელ ხისომდე, მეწყერის ადგილას მდინარეში წყლის დონემ აიწია და საავტომობილო გზა დაფარა. 10 აგვისტოს დილიდან გზის გაწმენდა დაიწყო და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგა. ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, 17:00 საათიდან გზა კვლავ ჩაიკეტა და მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობა აკრძალული იყო, 11 აგვისტოს კი მოძრაობა დღის განმავლობაშიც აიკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]