weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

21 აგვისტოდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ

11:33 ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2018

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოქმედ ტაქსებს 21 აგვისტოდან ლიცენზიის აღება იუსტიციის სახლშიც შეეძლებათ. მისივე თქმით, 1-ლი აგვისტოდან დღემდე ტაქსით მომსახურების ნებართვა 200-ზე მეტმა მძღოლმა აიღო. 

„შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად აიღო ლიცენზია. ამ მომსახურების მიღება შესაძლებელია ათივე რაიონის გამგეობაში, 21 აგვისტოდან კი ამას ემატება იუსტიციის სახლი. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივეცით ადამიანებს იმიტომ, რომ მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან ვისაც არ ლიცენზია არ ექნება, შეუძლებელია ეს სერვისი განახორციელოს. როდესაც ტაქსები შემოწმდებიან და ლიცენზია არ ექნებათ, იქნება ჯარიმა. სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც მოქალაქეებისთვის აღნიშნული სერვისის მიწოდებას აპირებს, 1-ელ ოქტომბრამდე ტაქსით მომსახურების ნებართვა აიღონ“, - განაცხადა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

1-ლი აგვისტოდან თბილისში მოქმედ ტაქსებზე ნებართვის გაცემა დაიწყო. ამოქმედდა ვებგვერდი www.taxi.tbilisi.gov.ge, სადაც ნებისმიერ მსურველს რეგისტრაცია სახლიდან გაუსვლელად შეუძლია. ნებართვის მიღება, ასევე, შესაძლებელია რაიონულ გამგეობებშიც. ნებართვის მისაღებად ჩვეულებრივი, შიდაწვისძრავიანი ავტომანქანებისთვის 100 ლარია დაწესებული, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტრომობილების მფლობელები ნებართვას უფასოდ მიიღებენ.

1-ლი ოქტომბრიდან საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი საპატრულო პოლიციის ან თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიერ 200 ლარით დაჯარიმდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]