weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

აჭარის და შიდა ქართლის პოლიციაში ახალი დირექტორები დანიშნეს

12:00 ხუთშაბათი, 16 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ტერიტორიულ დეპარტამენტებში, როტაციის ფარგლებში, დირექტორები შეიცვალნენ. პოლიციის პოლკოვნიკი კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. იგი ამ დრომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა, რომელიც 2016 წლიდან ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მამუკა საღარეიშვილი და კონსტანტინე ანანიაშვილი შსს-ში 2005 წლიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობენ. უწყების ცნობით, ანანიაშვილი 2013-2016 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი იყო. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა კი 2016 წლიდან ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]