weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფელ კობში ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე ხელყუმბარა აღმოაჩინეს

12:14 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კობში, ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცავებმა ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასაფლაოზე ნახეს დროშის ტარი, რომელზეც, სავარაუდოდ, დანაღმული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა იყო დამაგრებული.

„თრუსოს ხეობიდან ვბრუნდებოდით, როცა ლაშა ერთ-ერთ ტურისტს გამოელაპარაკა. ტურისტმა მას უთხრა, რომ სოფელ კობში, ძველ სასაფლაოზე, უცნობმა პირებმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა ააფრიალეს და სავარაუდოდ, ადგილი დანაღმეს, რადგან ტერიტორია პოლიციის მიერ იყო შემოსაზღვრული. მათი თქმით, ადგილი გუდაური-სტეფანწმინდის ტრასიდან ახლოს იყო. ამის შემდეგ სასწრაფოდ ამ ადგილის მოსაძებნად გავემართეთ და ვიპოვეთ კიდეც. ადგილი ლენტით იყო შემოსაზღვრული, დროშა - ჩამოხსნილი, თუმცა, ტარი ადგილზე იყო დატოვებული. ჩვენი გამოჩენისთანავე ადგილზე გაჩნდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები, ასევე, ექსპერტ-კრიმინალისტები. მათ არ დაადასტურეს დანაღმული დროშის არსებობის ფაქტი, თუმცა, გვთხოვეს, ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტერიტორია დაგვეტოვებინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ნაღმი სხვაგანაც იყოს ჩადებული. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ თრუსოსა და დარიალის ხეობის მიმართულებით რუსული საფრთხეები რეალურია და ხეობაში ჩვენი დაბანაკება - აუცილებელი“, - აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში არ იყო მოყვანილი. შსს-ს ცნობით, აღმოჩენილი საბრძოლო მასალა დაილუქა და ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას, თითქოს სოფელ კობში, სასაფლაოს ტერიტორიაზე აღმართული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშა.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ თალაკვაძის განცხადებით, სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია და თრუსოს ხეობა შეამოწმეს და გადაადგილება უსაფრთხოა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]