weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

თბილისში 18 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

14:19 პარასკევი, 17 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 წლის მათე კვარაცხელია გვიან ღამით, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

შსს-ში ადასტურებენ, რომ ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვნის მუხლით დაიწყო.

16 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათზე მათე კვარაცხელიამ Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს, თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს.

„მე თუ მოვკვდები, არ მინდა ჩემს საფლავზე დადგან რამე მარმარილოს მსგავსი, საერთოდ არაფერი მინდა საფლავზე! მე თუ მოვკვდები არ გამართონ უაზრო ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული, რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემს გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი. სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა, მაგრამ რისი მჯერა ისიც არ ვიცი, იმისიც ნამდვილად არ მჯერა, რომ უბრალოდ მიწად ვიქცევი და მეტი არაფერი, უცნაურია… ხანდახან მაგარი ბიჭის როლს ვთამაშობ, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა უყვარს და სულ უნდა კარგი აკეთოს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, არ გამოსდის“, - წერდა კვარაცხელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]