weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

თბილისი-ბაკურციხის გზაზე ავტომობილი დაიწვა

01:28 შაბათი, 18 აგვისტო 2018

თბილისი-ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ბარჯისხევში, მაღალი გამავლობის ავტომანქანა დაიწვა. მძღოლმა ცეცხლი დროულად შენიშნა და მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტომობილის ნახევარი თითქმის მთლიანად დაიწვა. ადგილზე ათამდე მეხანძრე მუშაობდა.

30 წუთის განმავლობაში საპატრულო პოლიციას თბილისი-ბაკურციხის ავტომაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდა და მოძრაობა ორმხრივად იყო შეწყვეტილი.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]