weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უშგულში კოშკიდან 18 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაშავდა

17:35 შაბათი, 25 აგვისტო 2018

სვანეთში, სოფელ უშგულში, კოშკიდან 18 წლის ბიჭი გადმოვარდა და დაშავდა. როგორც „რეგინფოს“ სოფელში მერის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა უთხრა, დაშავებულს თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანენ.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული უშგულის მკვიდრია.

„ბიჭი კოშკზე გარედან ადიოდა. როგორც ჩანს დაიღალა, სხეულის შეკავება ვერ შეძლო, სულ მცირე 15 მეტრიდან ჩამოვარდა და ქვაზე დაეცა. დაშავებული გონზეა, მაგრამ ძლიერი ტკივილები აქვს“, - ამბობს ბესო ჩარქსელიანი.

დაშავებულის ვერტმფრენით ტრანსპორტირება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმებმა მოითხოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უშგულისკენ უკვე გაფრინდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]