weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ფესტივალ Echowaves-ზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს

16:15 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 22 პირი დააკავეს.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ირანის 5 და საქართველოს 2 მოქალაქეა დაკავებული, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის კი - 15 პირი.

ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves, რომელიც სახელმწიფომ 4 160 000 ლარით დააფინანსა, 23-27 აგვისტოს ჩატარდა. ფესტივალზე 22 წლის მამაკაცი სავარაუდოდ უცნობი ნივთიერებით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა, ფესტივალის რამდენიმე მონწილე კი საავადმყოფოში მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]