weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში ლერმონტოვის ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვენ

16:50 ორშაბათი, 27 აგვისტო 2018
ფოტო: ბათუმის საკრებულო ფოტო: ბათუმის საკრებულო

ქალაქ ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე მიხეილ ლერმონტოვის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ახლახან გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს.

„მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ამ ინიციატივით მივმართოთ სახელმწიფოს და ვთხოვოთ, რომ ბათუმში ლერმონტოვის ქუჩას გადაერქვას სახელი და სენატორი ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს. ლერმონტოვი ქართველების და ზოგადად კავკასიელების ძალიან დიდი სიყვარულით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. მისი სახელი უნდა ჩაანაცვლოს ჯონ მაკკეინის სახელმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის ყველაზე მძიმე წუთებში გამოვიდა და თქვა: „დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“, - განაცხადა ქამადაძემ აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

აშშ-ის სენატში არიზონას შტატის წარმომადგენელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში ტვინის კიბოთი გარდაიცვალა. 

2010 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯონ მაკკეინს საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა. 

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]