weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 5 ქართველი მოლაშქრე თავისუფალია

16:47 ხუთშაბათი, 30 აგვისტო 2018

თრუსოს ხეობაში სალაშქროდ წასული და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ერგნეთის საგუშაგოდან ისინი მცხეთის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველოს ხუთი მოქალაქე 28 აგვისტოს, ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მათი ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში გუშინ გაიმართა და საჯარიმო თანხის გადახდა დაეკისრათ.

საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში სალაშქროდ შაბათს წავიდნენ და ყელიწადის ტბაზე ასვლას აპირებდნენ.

თრუსოს ხეობას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი დასავლეთით ესაზღვრება. ყელიწადის ტბა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ყელის ტბა კი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]