weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარნეულში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

12:03 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში 17 წლის ბიჭმა თავი მოიკლა. როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი დილით ნახეს.

შსს-ს ცნობით, პირველადი დათვალიერებით ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სათემო რადიო „მარნეული“ იუწყება, რომ გარდაცვლილმა სახლში წერილები დატოვა, თუმცა მათი შინაარსი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით2018 წლის იანვარ-ივლისში თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 1 082 ფაქტზე დაიწყო. გასული წლის იგივე პერიოდში 479 ასეთი დანაშაული იყო რეგისტრირებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]