weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ბათუმის სასამართლომ ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

17:10 პარასკევი, 31 აგვისტო 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 26 წლის მამაკაცი, რომელმაც სამი თვის წინ ლიფტში ქალს 62 ჭრილობა მიაყენა, განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

33 წლის ქალი ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში 27 მაისს დაჭრეს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქალს 62 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის გულსა და ფილტვებში. ის საავადმყოფოში დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა.

დაჭრის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის 2 ივნისს დააკავეს და ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინეს. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მამაკაცი წარსულში 2-ჯერ არის ნასამართლევი. ის სასჯელს ქურდობისა და დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]