weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მესტიის გზაზე 23 ტონიანი საწვავმზიდი გადაბრუნდა

20:50 შაბათი, 01 სექტემბერი 2018
ფოტო: დეა ჯიქია ფოტო: დეა ჯიქია

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილი გზაზე, ეცერის აღმართზე 23-ტონიანი საწვავმზიდი გადაბრუნდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. როგორც „რეგინფოს“ მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა უთხრა, დაიღვარა დაახლოებით 5 ტონა ბენზინი.

„საწვავმზიდი, რომელიც „სოკარს“ ეკუთვნის, მოსახვევში გადაბრუნდა. იმის გამო, რომ არსებობდა აფეთქების საფრთხე, გარკვეული პერიოდი გზა ჩაკეტილი იყო. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამუშაოები. მსუბუქი ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა დასაშვებია, რაც შეეხება სატვირთო მანქანებს, მათ არ ატარებენ“, - ამბობს კაპიტონ ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ სხვა საწვავმზიდში ბენზინის გადატუმბვის სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. მათივე განმარტებით, დაღვრილი ბენზინის ზუსტი ოდენობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გადატუმბვის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]