weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გორის რაიონში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაშავდა

10:37 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის სვენეთის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, Toyota Prius-ის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით დილი 8 საათზე მოხდა. მგზავრი, 40 წლამდე მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა, დაშავებულები კი გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ და გორის ჰოსპიტალში საშუალო სიმძიმის ტრავმებით გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]