weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმში მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

19:02 ორშაბათი, 03 სექტემბერი 2018

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ექიმების თქმით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლის დროს ქალი კონტაქტური იყო, თუმცა მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა.

დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ბათუმში ბინადრობის მოწმობის საფუძველზე ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]