weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ე.წ. მესაზღვრეებმა ყელის ტბისკენ მიმავალი პოლონელი ტურისტები დააკავეს

14:57 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ორი პოლონელი ტურისტი დააკავეს. დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, დაკავებულები ტურიზმის სფეროს სპეციალისტები აღმოჩნდნენ და მარშრუტს – ვარშავა-ქუთაისი-ყელის ტბა გადიოდნენ.

„პოლონეთის მოქალაქეები ჯავას რაიონში დააკავეს. 3 სექტემბერს რაიონულმა სასამართლომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააჯარიმა. იმავე დღეს, 21:30 საათზე, ისინი რესპუბლიკის საზღვრებიდან გააძევეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს“, - განაცხადეს ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტში.

შეგახსენებთ, აგვისტოს ბოლოს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 ქართველი მოლაშქრე დააკავეს. ცხინვალის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. დაკავებულები ჯარიმის გადახდის შემდეგ, 30 აგვისტოს გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]