weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 30 სექტემბრიდან 51 ახალი ბილეთი დაემატება

20:12 სამშაბათი, 04 სექტემბერი 2018

მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას ეკო-მართვის შესახებ საგამოცდო ტესტები ემატება. შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამის ბრძანებას ხელი 31 აგვისტოს მოაწერა.

ჯამში, მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 51 ბილეთი დაემატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეკო-მართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მათივე თქმით, ახალი ტესტები სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ევროპული სტანდარტების შესაბამისად მომზადდა.

დაინტერესებულ პირებს დამატებული ტესტების და მათი პასუხების ხილვა შეუძლიათ ბმულზე - http://police.ge/files/testebi.pdf

ახალი ბილეთები მართვის მოწმობის საგამოცდო ტესტებს 30 სექტემბრიდან დაემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]