weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლაგოდეხში ხის კენწეროების ბილიკის პროექტი წლის ბოლომდე მომზადდება

13:07 ოთხშაბათი, 05 სექტემბერი 2018

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის პროექტირებაზე გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გერმანულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ გაიმარჯვა, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები კი წლის ბოლომდე დასრულდება.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომპანია Cityforester, რომელიც ევროპის წამყვან ქვეყნებში არქიტექტურა-ურბანიზმის მიმართულებით მუშაობს, პროექტს კიდევ ორ უცხოურ კომპანიასთან ერთად შეადგენს.

ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. ვიზიტორები ბილიკის დათვალიერებისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. წინასწარი გათვლებით, ლაგოდეხის ტყის კენწეროების ბილიკი წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის უმასპინძლებს.

ტყის კენწეროების ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია და მსგავსი რამ საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი აფინანსებს.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თბილისიდან 160 კილომეტრშია, სიღნაღიდან და ყვარლიდან 35 კილომეტრში, თელავიდან 80–ში, აზერბაიჯანის საზღვრიდან კი 5 კილომეტრში. ლაგოდეხის ნაკრძალი პირველი დაცული ტერიტორიაა კავკასიაში. ის 1912 წელს დაარსდა. გამორჩეულია მსოფლიოში ერთ-ერთი უკეთესად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]